საზოგადოება

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

02.08.21 16:40


ერთიანი ეროვნული გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.


როგორც ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აბიტურიენტებს შედეგების გაგება როგორც ვებგვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლებათ.

 

შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი) უნდა გააგზავნოს ნომერზე: 93333

 

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი (17.5 ქულაზე მეტი).

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

 

 

წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები