პოლიტიკა

ამერიკაში საქართველოს მიმართ მოთმინება ილევა - ლორა თორნტონი

03.08.21 12:30


"დემოკრატიების დაცვის ალიანსის" დირექტორის ლორა თორნტონის თქმით, რაზე მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა, საქართველო მეგობრების მოთმინებას ცდის და შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც "საკმარისი" საკმარისი იქნება.


"როგორც იცით, ამ შეთანხმებისთვის ბევრი დიდი ბრძოლა გადაიტანეს და მას თვეები დასჭირდა. ახლა კი შეთანხმებიდან გასვლა ძალიან ცუდ სიგნალს გზავნის საქართველოს დემოკრატიის მომავლის შესახებ. ეს ბოლო წლების განმავლობაში კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ყველა პარტიამ არ მოაწერა ხელი - რაც მნიშვნელოვანია, რომ ითქვას - მმართველ პარტიას ვალდებულება აქვს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება უზრუნველყოს. ეს ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია და ვფიქრობ, ევროპიდან და ამერიკიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოსთვის გამაფრთხილებელი სიგნალები უნდა იყოს.

 

ამ ეტაპზე, როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობ, მოთმინება ილევა. ვაშინგტონში საქართველოს ყველა უპირატესობა აქვს მიცემული. ეს ყველა მხარისთვის კარგია. ჩვენ გვსურს საქართველო წარმატებული იყოს. ის რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. ამიტომ ჩვენ საქართველოში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ - დემოკრატიისა და განვითარების თვალსაზრისით. ბოლო წლებში მრჩება განცდა, რომ მოთმინება ილევა.

 

გუშინ რამდენიმე ორგანიზაციასთან შეხვედრას დავესწარი, სადაც კითხვები არის იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, რამდენად ეფექტურია ფულის საქართველოში დახარჯვა, უკეთესი ხომ არ იქნება თანხები სადმე სხვაგან დავხარჯოთ. ეს საქართველოსთვის ძალიან სევდისმომგვრელი ნიშანია. მე ჯერ ისევ მჯერა საქართველოსი და ვფიქრობ, რომ ქვეყანა უბრალოდ რთულ პერიოდს გადის. საქართველომ ერთ წარმოუდგენელ რამეს მიაღწია - ამერიკაში რესპუბლიკელები და დემოკრატები გააერთიანა. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია და ამასთან, იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად თანმიმდევრულად ადევნებს თვალს კონგრესი ბოლო მოვლენებს, - განაცხადა თორნტონმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები