საზოგადოება

თბილისი-ერევნის მიმართულებით შესაძლოა, ჩქაროსნული მატარებელი დაინიშნოს

03.08.21 15:20


სომხეთსა და საქართველოს შორის შესაძლოა, ჩქაროსნული მატარებელი დაინიშნოს, ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.


სომხეთი და საქართველო განიხილავენ ერევანსა და თბილისს შორის ჩქაროსნული მატარებლის დანიშვნის შესაძლებლობას. მგზავრობის დრო 2.5-3 საათი იქნება.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც დეპარტამენტის უფროსი ვაჰან ქერობიანი თბილისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა.

 

მხარეთა აზრით, ამ ინიციატივის განხორციელება, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. კერობიანმა ასევე გააცნო ინიციატივა, განიხილონ რიგი სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები ტურიზმისა და ენერგეტიკის სექტორში.

 

„ცალკე, ჩვენი ქვეყნები შედარებით მცირე ბაზრებია, მაგრამ ერთად ჩვენ შეგვიძლია უფრო მიმზიდველი ვიყოთ რეგიონში ,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

ვაჰან ქერობიანი, ასევე, შეხვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს.

ცნობილია, რომ მხარეებმა განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი საგადასახადო და საბაჟო სფეროებში, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

 

სომხეთის სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 28.7%-ით და შეადგინა 59.5 მლნ აშშ დოლარი.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები