პოლიტიკა

გიგა ბოკერია - რეჟიმს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება და შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა

03.08.21 18:00


თუ ჩვენ ამ არჩევნებზე აქტიურები ვიქნებით, ჩვენ ნებას გამოვხატავთ, ამ რეჟიმს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევებზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც ბოკერია აღნიშნავს, საჭიროა საკვანძო ქალაქებში და რაიონებში მმართველი პარტიის დამარცხება, რაც მათი სტრატეგიული ამოცანაა.

 

„საზოგადოების ხელშია ყველაფერი. თუ ჩვენ ამ არჩევნებზე აქტიურები ვიქნებით, ამ ჩვენ ნებას გამოვხატავთ, ამ რეჟიმს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა. ეს აუცილებელი პირობაა, რომ შემდეგ რეალური რეფორმები განხორციელდეს. ამისთვის საჭიროა საკვანძო ქალაქებში და რაიონებში მათი დამარცხება, ეს ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, „ევროპული საქართველოს“ ყველა ინიციატივა სწორედ ამ ამოცანისკენ არის მიმართული“, - აღნიშნავს ბოკერია.

 

კითხვაზე, თუ რამდენად სანდოა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევები, ბოკერია აღნიშნავს, რომ ის კვლევებს ენდობა, ვინაიდან, საერთო სურათს გვაძლევს.

 

„სრულიად ვენდობი, კვლევები ზუსტ პროცენტებს ვერ გეუბნება. არის მესამედი, რომელიც არ იძახის პასუხს, არის ცდომილება, ოღონდ გაძლევს საერთო სურათს.

როდესაც მმართველი პარტია ხარ და ეს მონაცემი გაქვს, რომელიც ცდომილების მიღმაა, ქვეყნის მიმართულების პასუხთან ერთად, სადაც უზარმაზარი პროცენტია უარყოფითი, რა თქმა უნდა, ეს მათთვის საგანგაშო და საზოგადოების ბუნებრივი რეაქციაა. ეს არაფრის გარანტია არ არის, თუ ჩვენ ყველა ერთად პოლიტიკურმა პარტიებმა, მოქალაქეებმა არ გამოვხატეთ ნება ამ არჩევნებზე“, - აღნიშნავს ბოკერია.

 

კითხვაზე, როგორ შეაფასებს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ ისინი არ ენდობიან „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს“, ბოკერია აღნიშნავს: „ეს არის ბოდვა უსასრულოდ გაგრძელდება მათი მხრიდან ყურადღებაც კი არ უნდა მივაქციოთ“.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები