მსოფლიო

ის, რომ საქართველოში ახალგაზრდებმა რუსული არ იციან, კატასტროფაა - ლუკაშენკო

09.08.21 16:40


„საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე უფრო შორს წავიდა და ახალგაზრდებმა უკვე რუსულზე უკეთესად ინგლისური იციან“, - ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.


„რამდენიმე წლის წინ თბილისში ვიყავი, შევხვდი საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და როდესაც ვიღაცას ქუჩაში გავესაუბრეთ, ისინი მე ინგლისურად მპასუხობდნენ და თარჯიმანი გვეხმარებოდა. ეს ხომ კატასტროფაა და წინ უარესია მოსალოდნელი“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

 

მან, ასევე, აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რაც უფრო შორდებიან ერთმანეთს, ისინი ტრადიციულ ბაზრებს კარგავენ. ლუკაშენკო ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილს და პეტრო პოროშენკოს სთხოვდა, რომ დსთ-დან არ გასულიყვნენ, მაგრამ მათ არ დაუჯერეს.

 

ლუკაშენკო, ასევე, ამბობს, რომ მას საქართველო ძალიან უყვარს და ქართველების მიმართ ყოველთვის კარგად იყო განწყობილი. ბელარუსის ლიდერი, ასევე, ფიქრობს, რომ დასავლეთში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს არავინ ელის, ხოლო ყოფილი საბჭოთა ქვეყნების გაერთიანების საფუძველი ეკონომიკა უნდა გახდეს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები