მსოფლიო

აზერბაიჯანში ტურისტებისთვის ყარაბაღის ტურების მოწყობა იგეგმება

10.08.21 17:00


აზერბაიჯანის ტურიზმის სააგენტო მთიან ყარაბაღში ტურების ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

 

„ყარაბაღს უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია, რომელიც კავკასიის ალბანეთთან არის დაკავშირებული. ეს ისლამის წინა პერიოდის მდიდარი კულტურაა.

პროექტის შემუშავება მეცნიერებთან ერთობლივად მიმდინარეობს და ის მალე დასრულდება“ - განაცხადა ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა შარიფ გასანოვმა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან ერთად დაგეგმილია ტურის ორგანიზება სახელწოდებით „ალი და ნინო“.

 

შესაბამისი პროექტების რეალიზება სხვა საკითხებთან ერთად ინფრასტრუქტურის აღდგენაზეა დამოკიდებული.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები