მსოფლიო

სომხეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის - ალიევი

26.08.21 17:20


საუბარი იმაზე, რომ სომხეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სრულიად უსაფუძვლოა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.

 

ალიევის თქმით, სომხეთს არ აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოს თვისებები.

პრობლემა კი ერევნის აგრესიულ პოლიტიკაში მდგომარეობს. „ჩვენთვის დროზე რომ დაეჯერებინათ და ჩვენი მიწიდან ნებაყოფლობით წასულიყვნენ, დღეს ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ“, - განაცხადა ალიევმა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ყარაბაღის მერეო ომი სამუდამოდ შევა ისტორიაში, რადგანაც აზერბაიჯანელი ხალხის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ასეთი თვალსაჩინო გამარჯვება არ ყოფილა. მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ჯარმა 300-ზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლა, ხოლო სომხეთმა ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები