პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არ დადგება ფეხზე, სიღარიბე არ დაიძლევა, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი და ეკონომიკურად წელში გამართული, ძლიერი რეგიონების გარეშე, ძლიერი სახელმწიფო არ იქნება

10.09.21 16:40


„თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულება რომ ავიღოთ, ჩვენ კარგად ვიცით რა დაგვხვდა, რა იყო და რა არის დღეს, მილიარდობით ლარის ინვესტიცია განხორციელდა ყველა რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“.

 

„ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამებით. საკმარისია ეს? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და ჩვენ ეს კარგად ვიცით. მათზე კარგად ვიცით, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს. მაგრამ ამას სჭირდება ახლა უკვე სულ სხვა მასშტაბებით განხორციელება ამ პროგრამების და გვაქვს სწორად ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა. 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ძლიერად ფეხზე დავაყენოთ ჩვენი სოფელი. ჩვენ კარგად გვესმის, თუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არ დადგება ფეხზე და ის გაჭირვება, ის უმუშევრობა და ის სიღარიბე არ დაითრგუნება და არ დაიძლევა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი და ეკონომიკურად წელში გამართული. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება ექნება სწორედ რეგიონებს და რეგიონების განვითარებას. ეს არის საფუძველთა საფუძველი. ძლიერი რეგიონების გარეშე, რა თქმა უნდა, ძლიერი სახელმწიფო არ იქნება. 7 მილიარდის ინვესტიცია მოხდება მხოლოდ ამ დარგის მიმართულებით.

ჩვენ ახლა ვამუშავებთ და უახლოეს თვეებში წარმოგიდგენთ, თითოეულ მუნიციპალიტეტზე მორგებულ სპეციალურ პროგრამებს, რომელიც მოიცავს ადგილზე სოფლის მეურნეობის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ათვისებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი, არც ერთ რეგიონში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი.

 

„თიანეთს აქვს ამის ძალიან დიდი პოტენციალი - ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების. 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით მომდევნო 3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო და კერძო სექტორი ჯამში, ერთად ამ ძალიან სერიოზული, სოლიდური თანხის ინვესტიციას მოვახდენთ და ჯამში 100 ათასი მინიმუმ ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე, 1000-ზე მეტი, 1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსება იგეგმება ამ პროგრამის ფარგლებში და ეს გადანაწილდება ყველა რეგიონის და ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით ისე, რომ ერთ ადგილას არ იყოს თავმოყრილი ეს სიკეთე, თანაბრად გადანაწილდეს მთელ ქვეყანაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები