პოლიტიკა

გიგი უგულავა: ადრე თუ გვიან მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება

13.09.21 16:00


როდის? როგორ მოხდება? - ადრე თუ გვიან მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება, - ამის შესახებ ბრიფინგზე, ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილი თავის ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება.

 

„ჯერ კიდევ ჟანრის ლოგიკა მოითხოვს. როდესაც ოდისევსი წავიდა, ი აუცილებლად დაბრუნდება. ოდისევსის დაბრუნება ჟანრის ლოგიკის ნაწილია. ამიტომ, ადამიანი, რომელიც ქვეყნიდან გააგდეს, ის თავის ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება. ასეა ათასწლეულებში. როდის? როგორ მოხდება? - ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დაბრუნდება. მისი დაპატიმრების შემთხვევაში, ყველა ის ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ქვეყანაში უკანონობა, უსამართლობა, პოლიტიკური დევნა, ხმა უნდა ამოიღოს“, - განაცხადა უგულავამ.

 

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მაქსიმალურად შეეცდება, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავება არ დაუშვას.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები