პოლიტიკა

გიორგი გახარია მერობის კანდიდატებს დებატებისკენ მოუწოდებს

13.09.21 18:00


„მზად ვარ ნებისმიერ თქვენთვის მიღებულ ფორმატში დებატები ჩავატარო“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„მივმართავ ოცნების მერობის კანდიდატს კახა კალაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკანორ მელიას, მოდით თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები, პირისპირ ერთი ერთზე იმისთვის რომ, ჩვენს მოქალაქეებს თბილისელებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.

 

მინდა შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს დებატები პარტიულ ტელევიზია„იმედის“ ეთერში და იმედი მაქვს ამაზე მივიღებ დადებით პასუხს. ასევე, ნიკანორ მელიას ვთავაზობ დებატებს ერთი ერთზე „მთავარ არხზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კახა კალაძე და ნიკა მელია პირველად პოლიტიკურ დებატებში 2 სექტემბერს გამოიწვია.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები