პოლიტიკა

გახარია, ტიპური პროდუქტია აპარატის - გრიგოლ ვაშაძე

14.09.21 10:45


„კოალიციური მთავრობა თვით მიზანი არ არის, კოალიციური მთავრობა ზუსტად, ისევე დაგირღვევთ ადამიანის უფლებებს, როგორც ერთპარტიული მთავრობა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გრიგოლ ვაშაძემ „პალიტანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„რისი საშუალება არ მომეცა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში? რატომ „მესამე ძალა“? იმიტომ, რომ ეს არის იდეოლოგია, ეს არის ტრიბუნა, ეს არის ადამიანები, რომლებიც ჯერ მოგისმენენ, შემდეგ დაფიქრდებიან, შემდეგ თუ საჭიროდ ჩათვლიან შეგეკამათებიან და შემდეგ კოლექტიურ გადაწყვეტილებამდე მივდივართ. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამას მოკლებული ვიყავი“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

 

გრიგოლ ვაშაძემ, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თბილისის მერობის კანდიდატზე გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „გახარია, ტიპური პროდუქტია აპარატის? ახლა გაახილა თვალები და დაინახა საქართველო. ერთი წლის წინ პროკურატურა იყო ისეთი, რომ შეერთებულ შტატებს არ დაესიზმრება, სასამართლო გვქონდა ისეთი დამოუკიდებელი, რომ ხელით ვაკავებდით, რომ საერთოდ არ გასულიყვნენ მომსახურების ზონიდან, ეკონომიკა რიხინით მიდიოდა და უკვე ნორვეგიას და შვეიცარიას გადაუსწრო და ადამიანის უფლებები ყვაოდა და უცებ, აღმოჩნდა, რომ ეს არაფერი აღარ არის. მე „ქართულ ოცნებაში“ ხომ არ შევსულვარ, მე შევუერთდი ოპოზიციურ გაერთიანებას და შევუერთდი იმიტომ, რომ ფანტასტიკური, მყისიერი შედეგის იმედი მაქვს და ვიცი, რომ ეს იდეა აღარ მოკვდება“.

 

ამასთან, ვაშაძემ კოალიციურ მთავრობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 

„კოალიციური მთავრობა თვით მიზანი არ არის, კოალიციური მთავრობა ზუსტად, ისევე დაგირღვევთ ადამიანის უფლებებს, როგორც ერთპარტიული მთავრობა.

კოალიციური მთავრობა საჭიროა - ეროვნული თანხმობისთვის, მკაცრად განსაზღვრული წესებისთვის, რომ პოლიტიკური დევნა არ იყოს სახელმწიფოში და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, რომლითაც ყველა ხელისუფლება იწონებდა თავს, აისახოს საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - აღნიშნავს პოლიტიკოსი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები