პოლიტიკა

გიორგი გახარია - რადგან ქართულ პოლიტიკაში ნარკოტესტის საკითხი შემოიჭრა ჯანსაღი ცხოვრების საფარქვეშ, უნდა ვუპასუხოთ

14.09.21 11:30


რადგან ქართულ პოლიტიკაში ნარკოტესტის საკითხი შემოიჭრა ჯანსაღი ცხოვრების საფარქვეშ, გამოდის ამას უნდა ვუპასუხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში “360 გრადუსი“ განაცხადა.

 

გახარიას თქმით, საფუძველი აქვთ ეჭვი შეიტანონ სამხარაულის ეროვნული ბიუროს ქმედებებში.

 

„ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია - იყო მცდელობა, რომ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ უკვე ეს ინფორმაცია გვქონდა, თუ როგორ და რა სახის პროვოკაცია მზადდებოდა ამ ტესტთან დაკავშირებით და ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, ამიტომ ვთქვით, რომ საფუძველი გვაქვს ეჭვი შევიტანოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქმედებებში. და რომ არ გავხადოთ სპეკულირების საგანი კერძო ლაბორატორიების მიმართვა - დამოუკიდებელ ავტორიტეტულ ევროპულ ლაბორატორიას მივმართავთ. " - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა: „ეს ჩემთვის მძიმეა - 24 საათით უნდა გამოვეთიშო კამპანიას. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი გეგმა იყო, მაგრამ რა ვქნათ - რადგან ქართულ პოლიტიკაში ნარკოტესტის საკითხი შემოიჭრა ჯანსაღი ცხოვრების საფარქვეშ, გამოდის ამას უნდა ვუპასუხოთ. უბრალოდ, ძალიან არაღირსეულად მოხდა ეს ყველაფერი." - ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

 

წამყვანის კითხვაზე, ვინ „შემოაგდო" ეს თემა და იყო თუ არა ეს კალაძე - გახარია პასუხობს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შემოაგდო - ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ეს იყო ორგანიზებული მის მიერ, თუ ის იყო გამოყენებული როგორც ინსტრუმენტი. ფაქტი იყო შემდეგი: ამ საკითხის ირგვლივ დაირაზმა მთელი პროპაგანდა, კონკრეტული მედიასაშუალებები, შემდგომ ვიღაც ექსპერტები და შემდგომ ეს ინფორმაცია კონკრეტული სპეციალური სამსახურების მიერ მიზანმიმართულად რიგით მოქალაქეების დონეზე ილექებოდა რეგიონებში", - განაცხადა გახარიამ "პალიტრანიუსის" ეთერში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები