პოლიტიკა
14.09.21 16:40
უკრაინა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების გამოცდილებას გაიზიარებს, – ასე შეაფასა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარება უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, რატი ბრეგაძემ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარს პენიტენციური დაწესებულებების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიული ხედვა გააცნო და განაცხადა, რომ ყველა ინიციატივა ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვაზეა ორიენტირებული.
„უკრაინის დელეგაცია განსაკუთრებით პატიმართა დასაქმებისა და რესოციალიზაციის პროექტით დაინტერესდა. ლუდმილა დენისოვას განცხადებით, აღნიშნულ პროექტს უკრაინის იუსტიციის მინისტრს გააცნობს და უკრაინა საქართველოს გამოცდილებას აუცილებლად გაიზიარებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის იმ მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობასაც, რომლებიც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იხდიან სასჯელს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა უკრაინის ომბუდსმენს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ლუდმილა დენისოვამ რატი ბრეგაძეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ინტენსიური პარტნიორობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 397
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24