პოლიტიკა

"ქართული ოცნება" რომელიც გვევლინება ვითომ ეკლესიის დამცველად, რეალურად აშანტაჟებს და ებრძვის ჩვენს ეკლესიას" - მამუკა ხაზარაძე

14.09.21 17:00


"ლელოს" ლიდერმა დღეს, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა. სხვა საკითხებთან ერთად მამუკა ხაზარაძემ მთავარი აქცენტი ეკლესიი წინააღმდეგ, ქართული ოცნების მხრიდან, მიზანმიმართულ შანტაჟზე და ზეწოლაზე ისაუბრა.

 

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის უპრეცენდენტო რაოდენობის ჩანაწერები, რომელიც მიმართულია უკანონოდ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ.


 
"ოცნების" ხელისუფლება უსმენს და ფარულ თვალთვალს აგრძელებს ადამიანების უფლებების სრული დარღვევით ჩვენ მოქალაქეებზე, ბიზნესმენებზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე და სასულიერო პირებზე.


 
"ქართული ოცნება" რომელიც გვევლინება ეკლესიის დამცველად, რეალურად იგი აშანტაჟებს ეკლესიას, აშანტაჟებს მათ წარმომადგენლებს და ებრძვის ჩვენს ეკლესიას.

 

ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეკლესიისა და საზოგადოების შანტაჟი, დავასრულით და წარსულში დავტოვოთ ის მავნე, "კაკებეშნიკური" მეთოდები რომელსაც "ოცნება"  იყენებს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ" - მამუკა ხაზარაძე.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები