პოლიტიკა
14.09.21 17:40
გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ, მთავარია სიმშვიდე და კონკურენტული გარემო იყოს უზრუნველყოფილი, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ხაშურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მივესალმები მუნიციპალიტეტს, რომელიც გეოგრაფიულად ნამდვილად შუაგულია ჩვენი ქვეყნის, დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი. უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება შემოვლითი გზის სახით, რომელიც ახალი შესაძლებლობაა იმისათვის, როგორ შეიძლება განვავითაროთ ეს მუნიციპალიტეტი და ეს რეგიონი.
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში პროექტს ვაკეთებდით, სადაც ელექტროენერგია არ იყო და ვიპოვეთ გამოსავალი, რომ იქ არსებულ მდინარეზე დაგვედგა წისქვილი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა და ვერსად ვერ შევძელით ამის გაკეთება, ბოლოს მირჩიეს ხაშურში ჩამოსვლა. მართლაც გაკვირვებული ვიყავი, რამდენი პატარა ოჯახური სახელოსნო იყო ამ ქალაქში, რომლებიც მართლაც ხარისხიან პროდუქტს ქმნიდნენ და არა მხოლოდ ეს პატარა წისქვილი, რომელმაც აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა მას შემდეგ რაც ელექტროენერგია მივიღეთ, ბევრი სხვა პროდუქცია იყო რასაც აქ ვუკვეთავდით, გამათბობლებით დაწყებული, რომელიც დღესაც გამართულად მუშაობს და ვთვლი, რომ საკმაოდ ხარისხიანია.
ეს არის ერთი საინტერესო ნიშა, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო განვავითაროთ.
ამ პატარა ოჯახებს მეტი შესაძლებლობა უნდა გავუჩინოთ, რათა უფრო დიდი გეგმები დასახონ და განავითარონ თავიანთი ოჯახური ბიზნესი და ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც კონკრეტული შედეგები უკვე აქვს, თუმცა შეიძლება უფრო მორგებულიც იყოს კონკრეტულად ამ მუნიციპალიტეტზე“, – განაცხადა კუჭავამ.
კუჭავას თქმით, შესაძლებლობებზე საუბრისას არ შეიძლება, არ ახსენო ქვიშხეთი, ასევე სურამი.
„მშრომელი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის ყველანაირი მხარდაჭერა თითოეულ რეგიონში, რაც ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. რომელიც შემდეგ უნდა განვახორციელოთ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „ქართულ ოცნებას“ დღეს ალტერნატივა არ ყავს. რეგიონები მოვიარეთ და ვნახეთ როგორ ვატარებთ ჩვენ კამპანიას, როგორია მხარდაჭერა და ასევე როგორია ჩვენი ოპონენტების პასიურობასთან ერთად იმედგაცრუება.
ოთხი წლის შემდეგ თქვენს წინაშე წარვდგეთ იმ შედეგებით, რომელსაც ახალ გუნდთან ერთად ნამდვილად მივაღწევთ. მერს, აუცილებლად სჭირდება ძლიერი საკრებულო, რომელიც ასევე მხარდაჭერილია, ცენტრალური ხელისუფლების მიერ.
არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ვირჩევთ მომავალი ოთხი წლის განვითარებას, რათა დაწყებული პროექტები ბოლომდე იქნას მიყვანილი და ახალი შესაძლებლობები შეიქმნას.
გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. მთავარია სიმშვიდე, მთავარია უზრუნველყოფილი იყოს ის, რაც ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, კონკურენტული გარემო – ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით, დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, სადაც მოგეცემათ საშუალება, თავისუფლად გამოხატოთ თქვენი ნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24