პოლიტიკა

ლუდმილა დენისოვა: უკრაინა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების გამოცდილებას გაიზიარებს

14.09.21 18:00


უკრაინა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების გამოცდილებას გაიზიარებს, - ასე შეაფასა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარება უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარს პენიტენციური დაწესებულებების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიული ხედვა გააცნო და განაცხადა, რომ ყველა ინიციატივა ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვაზეა ორიენტირებული.

 

უკრაინის დელეგაცია განსაკუთრებით პატიმართა დასაქმებისა და რესოციალიზაციის პროექტით დაინტერესდა. ლუდმილა დენისოვას განცხადებით, აღნიშნულ პროექტს უკრაინის იუსტიციის მინისტრს გააცნობს და უკრაინა საქართველოს გამოცდილებას აუცილებლად გაიზიარებს.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის იმ მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობასაც, რომლებიც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იხდიან სასჯელს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა უკრაინის ომბუდსმენს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

ლუდმილა დენისოვამ რატი ბრეგაძეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ინტენსიური პარტნიორობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები