პოლიტიკა

მაია ბითაძე: ანზორ მელია აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რაც შეურაცხყოფას აყენებს მთელ ქართველ ერს

16.09.21 15:40


ანზორ მელიას ვიცნობდი, როგორც ძალიან პატივსაცემ ექიმს. ძალიან სამწუხაროა, თუ მერობის კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ ის აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ანზორ მელიას განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ერს.

 

„ანზორ მელიას ვიცნობდი, როგორც ძალიან პატივსაცემ ექიმს. ძალიან სამწუხაროა, თუ მერობის კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ ის აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რაც ხელს აძლევს ოკუპანტებს და შეურაცხყოფას აყენებს მთელ ქართველ ერს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ თქვა, რომ აფხაზეთში რუსების ქმედებაზე არ არის გაბრაზებული, რადგან „იქ ქართულმა დაჯგუფებებმა ცუდი როლი ითამაშეს“.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები