პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

17.09.21 10:00


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, მაჩიე ჩურასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.

 

„ფინანსთა მინისტრმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ EIB-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, ასევე ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

 

თავის მხრივ, EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზაობა, პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოსთან გაგრძელდეს აქტიური პარტნიორობა.

 

დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, 2 მილიარდი ევროს მოცულობის პროექტები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეხვედრას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დაესწრნენ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები