პოლიტიკა

უკვე წერილობით მივმართავ საქართველოს პროკურატურას - ნათია მეზვრიშვილი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

17.09.21 10:15


პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურას პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების გამოძიების თაობაზე წერილობითი თხოვნით მიმართა.

 

"კიდევ ერთხელ და ახლა უკვე წერილობით მივმართავ საქართველოს პროკურატურას ჩვენი წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ სისტემურ დევნაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

 

წერილობითი განცხადება 100-ზე მეტი ფაქტით დღესვე წარედგინება საგამოძიებო უწყებას ჩვენი პარტიის მხრიდან.

 

მოვითხოვთ, პირველ რიგში, პროკურატურამ გამოიძიოს პარტიის წევრების და მხარდამჭერების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სისტემური ხასიათი, გამოიძიოს "ოცნების" მხრიდან ძალოვანი უწყებების გამოყენებით შიშის დანერგვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წევრების და მხარდამჭერების დევნა, მუქარა, ზეწოლა ადამიანებზე, ზეწოლა ბიზნესზე", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები