პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა

17.09.21 10:30


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან, კაორი იშიკავასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს მთავრობასა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები.

 

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ წლებში გენდერული თანასწორობის, ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით გატარებულ ხელშესახებ პროგრესს. ასევე ხაზი გაესვა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის გაძლიერების აუცილებლობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

 

კაორი იშიკავა განსაკუთრებით მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა საქართველოს წარმატებული გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების მნიშვნელობა.

 

შეხვედრის დასასრულს, დავით ზალკალიანმა წარმატებები უსურვა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს მომავალ საქმიანობაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის მხარდაჭერა. თავის მხრივ, კაორი იშიკავამ ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები