პოლიტიკა

გია ვოლსკი – გახარიაზე: ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ სახელმწიფოს დაშლა გამოაცხადა და ამ დროს გახარია გადადგა

17.09.21 11:15


“ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფოს დაშლა გამოაცხადა და ამ დროს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ადამიანი ჩადის ისეთ საქმეს, რაც არა მარტო პრემიერს არ ეკადრება, არამედ სახელმწიფოს აზიანებს, ასეთ დროს იმაზე საუბარი, ნებით გააკეთა თუ უნებლიედ, ბავშვური ლაპარაკია.

 

„ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფოს დაშლა გამოაცხადა, სამაჯურის სახეში სროლა (ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის გადაგდება) ერთ-ერთი გამოხატულება იყო და ამ დროს მან გადადგა ეს ნაბიჯი (გახარიას გადადგომა).

 

როდესაც ადამიანი ჩადის ისეთ საქმეს, რაც არა მარტო პრემიერს არ ეკადრება, არამედ სახელმწიფოს აზიანებს, იქ ნებით მოახდინა თუ უნებლიედ, მართლა იფიქრა, რომ მოდი, 2 დღეს დავაცდი, რომ რაც შეიძლება მეტი ალამუთის დამცველები შეიკრიბონ, რაც შეიძლება მეტი განცხადებები გააკეთოს სააკაშვილმა, იქნებ მოადგეს კიდეც საზღვარს, ეს არ უფიქრია იცით, იფიქრა, რომ 2 დღე კარგია – ეს ბავშვური ლაპარაკია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება მერის არჩევნებში გიორგი გახარიას მიერ თავისი კანდიდატურის დაყენებას, ვოლსკის აზრით, ესეც მის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებაზე მუთითებს.

 

„მერის არჩევნებში თავის დაყენება მაშინ, როდესაც იცის, რომ არ უწერია გამარჯვება, ზუსტად იმას ნიშნავს, რაც ახლა ვილაპარაკე. რა გამოდის იცით, მელიას დანამატი გამოვიდა გახარია, შევსება, იქნებ რაღაც ხმები წამოიღოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები