პოლიტიკა
17.09.21 12:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ივანე პაპიაშვილი და პრორექტორი თემურ მაღრაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სიორიძეს და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს ნათია ზაალიშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა არჩევნების უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.
შსს-ს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე პოლიციელებისა და საარჩევნო კომისიების წევრების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა შსს-ს აკადემიასთან პარტნიორობით განსახორციელებელი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „არჩევნები და უსაფრთხოება“ წარადგინა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს, საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების განხილვას მოიცავს.
პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები. საინფორმაციო შეხვედრები 17-18 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში წარიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამართალდამცველებისთვის ანალოგიური პროგრამა, ცოდნის გაღრმავების, ცნობიერების ამაღლების და საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულების მიზნით, გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების წინაც ჩატარდა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24