პოლიტიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

17.09.21 15:40


საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ნიკანორ მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კოლეგებს გააცნო ნიკანორ მელიას განცხადების შინაარსი, რომლითაც მან 2021 წლის 3 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიმართა.

 

კომიტეტმა დაადგინა ნიკანორ მელიას მიერ წარდგენილი განცხადების ნამდვილობა, რის შესაბამისადაც, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი მუხლების თანახმად უნდა დაკმაყოფილდეს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მოთხოვნა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

 

„ეს საკითხი ჩვენი მხრიდან სრულიად დაცლილია რაიმე პოლიტიკური მდგენელისგან, რამე თუ ჩვენ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული ასეთი ტიპის განცხადებაზე რეაგირების ვადები. კომიტეტი სწორედ კანონის დაცვით განიხილავს აღნიშნულ საკითხს“, - განაცხადა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დადგენილების პროექტს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები