მსოფლიო

ერდოღანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა გადმომცა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს

20.09.21 10:45


„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს,“ - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

მისი თქმით, სომხეთთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ყარაბაღის უსაფრთხოების დერეფნის გახსნა - არ გახსნა პოლიტიკური საკითხია და თუ ფაშინიანს მასთან სურს საუბარი, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

 

„ყარაბაღის უსაფრთხოების დერეფნის გახსნა - არ გახსნა პოლიტიკური საკითხია. თუ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გსურს საუბარი, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგა. ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების წინააღმდეგნი. ამისათვის საჭიროა, მათი მხრიდან დავინახოთ პოზიტიური მიდგომა, რომლის საფუძველზეც გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს.

 

თუ ფაშინიანის დიალოგთან დაკავშირებული თხოვნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საშუალებით მომაწოდა, ნამდვილად გულწრფელია, მაშინ მეც მზად ვარ, იგივე განწყობით ვუპასუხო და აქ უკვე ჩაერთვება დიპლომატია. ვიმედოვნებ, ადგილი ექნება პოზიტიურ და არა უარყოფით მიდგომებს”, - განაცხადა ერდოღანმა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები