პოლიტიკა

თუ ხელშეკრულება ძალაშია და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, რეაგირება უნდა მოჰყვეს - კალაძე

21.09.21 12:40


თბილისის მერის , კახა კალაძის განცხადებით, თუ კომპანია ალმასა და NCDC-ის შორის ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერები მაინც ჩაანაცვლეს, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. 

 

"არ ვიცნობ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდემდე იყო გაფორმებული, შესაბამისად ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ. თუ მართლაც ისეა, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს რა თქმა უნდა, ცუდია და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება, თუ ასეა",- ამბობს კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები