პოლიტიკა

კახა კუჭავა - რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე ერთობა ოპოზიციაშიც არ არის

21.09.21 13:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციაშიც არ არის ერთობა.

 

კახა კუჭავას მიაჩნია, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თავისუფლად შეიძლება ჩატარდეს არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ.

 

„არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სხდომის მოწვევა არ არის ის პრაქტიკა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა. არც ახლა მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელიც თავისუფლად შეიძლება, რომ ჩატარდეს ერთი კვირის შემდეგაც სრული კონცენტრაციით, ყველა დეპუტატის მონაწილეობით.

ფაქტია, ამ კუთხით ოპოზიციაშიც არ არის ერთობა და ყველა ვერ მოახერხებს დასწრებას, რადგან წინასაარჩენო კამპანიის ფარგლებში გაფანტული არიან რეგიონებში, ეს არის მარტივი პასუხი. ამ საკითხზე სხდომა ჩატარდება აუცილებლად, მოსმენაც იქნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხარი დაუჭირეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. ინიციატივას არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობა“.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები