პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე - მოქალაქეები დეპუტატებისგან ელოდებიან კვალიფიციურ კითხვებს და პასუხებს იმ აღვირახსნილ მოსმენებზე, რომლის მოწმეც გავხდით

21.09.21 13:20


სხდომის ჩატარება არის აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ამბავი იქნას გამოძიებული, პოლიტიკური შეფასება იქნას მიცემული და პასუხისმგებელი პირები გამოვლინდნენ ,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საკუთარი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითვალისწინებს.

 

ხაზარაძის თქმით, ეს ამბავი ეხება ქევყნის უსაფრთხოებას და არა კონკრეტულ პარტიას.

 

„ყველა ტრიბუნა და ყველაფერი უნდა იქნას გამოყენებული და ამ ქვეყანაში ყველა უსამართლობა იქნეს გაპროტესტებული. მოქალაქეები დეპუტატებისგან ელოდებიან კვალიფიციურ კითხვებს და პასუხებს იმ აღვირახსნილ მოსმენებზე, რომლის მოწმე ჩვენ ყველა ერთად გავხდით. ამიტომ აუცილებლად მიმამჩნია სხდომის ჩანიშვნა, ლილუაშვილის და პრემიერ-მინისტრის დაბარება, რომ მათ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ ვინ უსმენდა ამდენ მოქალაქეს, რატომ უსმენდა, ვისი პასუხისმგებლობაა და რატომ იხარჯებოდა ამდენი ხარჯები ჩვენი ბიუჯეტიდან ამ უაზრო თვალთვალში და მოსმენებში. ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

ვფიქრობ, რომ სხდომის ჩატარება არის აუცილებელი, იმიტომ რომ ეს ამბავი იქნას გამოძიებული, პოლიტიკური შეფასება იქნას მიცემული და პასუხისმგებელი პირები გამოვლენილი. შეფასება რაც მელიასგან გუშინ მოვისმინე მიუღებელია. ალბათ, იქნება ამის ახსნა-განმარეტება. პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული ორგანო, სადაც წარმოდგენილი არის როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიციური პარტიები, ამიტომ ჩვენი ოპოზიციის ვალია ის მანკიერი დანაშაულებრივი ქმედებები სწრაფად გამოვამზიუროთ და გავაცნოთ ხალხს“ , - განაცხადა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სწრაფად მიიწვიოს სხდომა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები