პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი ამომრჩეველი იაქტიურებს და პირველივე ტურში გამარჯვების რეალური შესაძლებლობა გვექნება

21.09.21 18:00


ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი ამომრჩეველი იაქტიურებს და, შესაბამისად, პირველივე ტურში გამარჯვების რეალური შესაძლებლობა გვექნება, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, არჩევნებზე დადებითი შედეგების მიღწევის იმედს მმართველ გუნდს მოსახლეობასთან შეხვედრებზე მიღებული უკუკავშირი და ჩატარებული კვლევები აძლევს.

 

„გვაქვს ინფორმაცია, რომ განწყობა საკმაოდ დადებითია, პოზიტიურია.

შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მათ შორის ეს უკავშირდება ჩვენი მომხრეებს მოსალოდნელ აქტივობას არჩევნებზე.

დაიმედებულები ვართ და ველოდებით, რომ კარგი შედეგებით - ეს ნიშნავს, რომ პირველივე ტურში შევძლებთ გამარჯვებას მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში.

ინფორმაციის მეორე წყარო გახლავთ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები, რომელიც ასევე საიმედო შედეგებზე მიანიშნებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები