პოლიტიკა

კახა კალაძე: მე ვიქნები ყველას მერი, მათ შორის იმისიც, ვინ დღეს ამ სტუდიიდან გაიქცა

22.09.21 10:15


„მე ვიქნები ყველას მერი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და პროექტებით, რომელსაც ჩემს გუნდთან ერთად მომდევნო 4 წლის განმავლობაში განვახორციელებ, ყველა თბილისელი თანაბრად ისარგებლებს“, - ამის შესახებ თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „პირველ არხზე“ გამართულ დებატებში თავის შემაჯამებელ მიმართვაში განაცხადა.

 

როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, არჩევნები არ არის ოლიმპიადა და ის დაგეგმილ პროექტებს, მერად არჩევის შემდეგ, ძლიერ გუნდთან ერთად წარმატებით განახორციელებს.

 

„პირველ რიგში, მადლობით მინდა, დავიწყო და მადლობა ვუთხრა დებატებში მონაწილეებს, განსაკუთრებული მადლობა თბილისელებს. მე ერთი რამ შემიძლია დავპირდე საზოგადოებას, რომ მე ვიქნები ყველას მერი. მინდა, დავპირდე ამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც, რომ მე, მეგობრებო, ვიქნები თქვენი მერიც, ამის პირობას გაძლევთ და ჩვენთვის არ იარსებებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.

 

იმ სიკეთეებით, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება სხვადასხვა პროექტის სახით, ისარგებლებს ყველა თქვენგანი, ისარგებლებენ თქვენი შვილები, შვილიშვილები. მე ასე წარმომიდგენია ჩვენი ქალაქის განვითარება, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ცხოვრება ამ ქალაქში.

 

ვინც დღეს ამ სტუდიიდან გაიქცა, რა თქმა უნდა, იმის მერიც ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ქალაქი განვითარდეს და ქალაქში იყოს აღმშენებლობა.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა და ეს არჩევნები არ არის ოლიმპიადა. შესაბამისად, თბილისს სჭირდება ძლიერი გუნდით დაკომპლექტებული მთავრობა, პროფესიონალები, ვინც შეძლებს ქალაქის განვითარებას და მეტი სიცოცხლის შეტანას ყველაფერში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები