პოლიტიკა

არ მომეწონა ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე - კახა კალაძე გიორგი გახარიას

22.09.21 10:45


"მე არ მომეწონა შენი ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე", -  უთხრა   კახა კალაძემ ყოფილ პრემიერმინისტრსა და თბილისის მერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას.

 

გახარიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართული დებატებისას მას ჰკითხა: "შენი თანაგუნდელებისა და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს ნარკომანობაზე, მოღალატეობასა და სააკაშვილთან კავშირებზე, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე, იზიარებ?"

 

"რაც შეეხება გიორგი, შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, მე არ მომეწონა შენი ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე არ დავიწყებ, არ შევალ ახლა შინაარსში, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი.

შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტოს ყველაფერი", - თქვა კალაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები