პოლიტიკა

საკუთარ მოქალაქეებთან ოცნების ერთადერთი ურთიერთობის ფორმა ძალადობაა - ელენე ხოშტარია დმანისზე

22.09.21 12:40


დროას ლიდერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია დმანისში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

 

იგი ამბობს, რომ საკუთარ მოქალაქეებთან ოცნების ერთადერთი ურთიერთობის ფორმა ძალადობაა:

 
"ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, რომლის ერთადერთი სათქმელი და ერთადერთი ურთიერთობის ფორმა საკუთარ მოქალაქეებთან არის ძალადობა, ბოროტება, სისხლი და დაპირისპირება.

 

საქართველოს არცერთ ქალაქში, არცერთ სოფელში ჩვენი მოქალაქეები არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. ჩვენ გვაკარგინებენ მშვიდობას ერთადერთი რამის გამო - რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი კომფორტში იგრძნოს" - ამბობს ელენე ხოშტარია.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები