პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე

22.09.21 13:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის კონტექსტში.

 

„ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე.

განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის კონტექსტში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები