პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ სტანდარტი არის ძალადობა, დაჭრა, გატაცება, ოღონდ საკუთარ მიზანს მიაღწიოს

22.09.21 13:20


„ქართული ოცნების“ სტანდარტი არის ძალადობა, დაჭრა, გატაცება, ოღონდ საკუთარ მიზანს მიაღწიოს, - ასე შეაფასა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დმანისში მომხდარი ინციდენტი.

 

ის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

 

„საქართველო იმ წინასაარჩენო პრეცედენტებით, რომელიც სტანდარტად იქცა ჩვენი ქვეყნისთვის, რაღაც განუვითარებელი ქვეყნის იმიჯს იძენს. ფიზიკური დაპირისპირებები, დანით დაჭრის ფაქტები. მაგალითად, ჩვენი კანდიდატი 8 საათი იყო გატაცებული, რომ განცხადება დაეწერა. ეს ვინმეს ნორმალური თუ ჰგონია, ვერ დავეთანხმები. გვინდა ევროპა? გვინდა დასავლეთი? ამისთვის აუცილებელია ნორმალური საარჩევნო გარემო. მოდის მშვიდად ადამიანი არჩევნებზე, მშვიდად ტარდება საარჩევნო კამპანია, ყველას აქვს კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩევლებთან, ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის ანდობს ქვეყნის მართვას. ნუთუ ასეთი რთულია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ 30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ?! ამიტომ 2 ოქტომბერს მათ შორის ამის ტესტია“,-განაცხადა ვაშაძემ.

 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები