პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჩვენ არ მიგვაჩნია ბუნებრივად, რომ საქართველოს მსგავსი ახლო მეგობარი და პარტნიორი ჩვენ წინააღმდეგ ამგვარ საქმიანობაში იქნებოდა ჩართული

22.09.21 13:40


კარლ ჰარცელის განცხადებით, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ბრიუსელში ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. საქართველოში ევროკავშირის ელჩი განმარტავს, რომ დიპლომატს ბრიუსელის პოზიცია გააცნეს და შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ განუცხადეს.

 

„უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია, რომ ჩვენ ამ საკითხის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს. საბოლოოდ ეს აჩენს კითხვებს ვენის კონვენციის თვალსაზრისით, რომელიც არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ არ მიგვაჩნია ბუნებრივად, რომ საქართველოს მსგავსი ახლო მეგობარი და პარტნიორი ჩვენ წინააღმდეგ ამგვარ საქმიანობაში იქნებოდა ჩართული. ამ მიზნით გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო შეხვედრაზე ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში, სადაც მას განუცხადეს ევროკავშირის პოზიციისა და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ“, - განაცხადა ჰარცელმა.

 

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

 

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები