პოლიტიკა

დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

22.09.21 14:20


მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, დევიდ ჯონ ფრანცისს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, კოლეგებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი სხვადასხვა სფეროში გაღრმავების პერსპექტივებზე.

 

„გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ამ კუთხით აღინიშნა აქტივობების კოორდინაციისა და ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული ინიციატივების ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა.

 

საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სექტორში გამოცდილების გაზიარებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზების გაძლიერებას“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები