პოლიტიკა

კახა კალაძე - დატოვება რბილად ნათქვამია - ნიკა მელია გაიქცა, როგორც მას სჩვევია, როგორც ყოველთვის გარბის

22.09.21 14:40


დატოვება რბილად ნათქვამია - გაიქცა, როგორც მას სჩვევია, როგორც ყოველთვის გარბის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვების შესახებ განუცხადა.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მელია არის სახე “ნაციონალური მოძრაობისა”, რომელიც “ყოველთვის მოტივირებულია, რომ გარკვეული არეულობა და დაძაბულობა შემოიტანოს”.

 

“ეს არის ის “ნათელი სახე” იმ პოლიტიკური პარტიის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია და წარმოადგენს იმ დესტრუქციულ ძალას, რომელიც ყოველთვის მოტივირებულია იმისთვის, რომ გარკვეული არეულობა და დაძაბულობა შემოიტანოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. არ გამიხარდება თუნდაც ის, რომ არჩევნებზე, როდესაც ის დამარცხდება, გაიქცეს.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიქცეს, მე მისი მერიც ვიქნები. ყველა იმ ადამიანის მერი ვიქნები, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს და პირობას ვაძლევ მათ, რომ ისინი იამაყებენ იმ განხორციელებული პროექტებით, რომელსაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთებთ”, - განაცხადა კალაძემ.

 

გარდა ამისა, კალაძე ტყუილს უწოდებს დებატებზე “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატის განცხადებას, რომ ქილაში, რომელიც მან კალაძეს მიუტანა, უფასო სასადილოების დღიური რაციონი იყო.

 

კალაძის თქმით, “ქილაში საკვების გარდა ყველაფერი იყო”. “ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. ეს იყო შოუ, რომლის მოწყობაც სცადა კონკრეტული პარტიის კანდიდატმა”,- განაცხადა კალაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები