პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: კარგი იქნებოდა, მელიას მონაწილეობა მიეღო დებატებში და საქმით დაედასტურებინა, თუ რამე ჰქონდა სათქმელი

22.09.21 15:00


ადრე იყო დიდი ეჭვების აგორების მცდელობები, მიიღებს თუ არა კალაძე მონაწილეობას დებატებში. მათ შორის ოპოზიციის მხრიდან იყო ამაზე ეჭვები გამოთქმული. მერე ისე დამთავრდა ყველაფერი, რომ კალაძემ მიიღო მონაწილეობა დებატებში და მთავარი ოპოზიციური ძალის, როგორც თვითონ უწოდებენ თავს, ლიდერმა - არა, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ ნიკა მელიას მიერ თბილისის მერობის კანდიდატების დებატების დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აზრით, კარგი იქნებოდა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დებატებში მონაწილეობას მიიღებდა.

 

„კარგი იქნებოდა, რომ მიეღო მონაწილეობა და საქმით დაედასტურებინა, თუ რამე სათქმელი ჰქონდა. მაგრამ, რეალურად, მსგავს ფორმატებში იშიფრება ხოლმე, ვის აქვს პოპულიზმი და აბსოლუტურად არაფრისმომცემი დაპირებები შემოთავაზებული საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ, ვინ არის ორიენტირებული საქმესა და დედაქალაქის კეთილდღეობაზე“, - აღნიშნავს სარჯველაძე.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „პირველი არხის“ ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატები, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად მელიამ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაასახელა და თქვა, რომ მასთან ერთ სივრცეში ყოფნას არ აპირებდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები