პოლიტიკა

მონტენეგროს პრეზიდენტი: საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს თქვენს ამბიციებსა და სწრაფვას

07.10.21 16:20


ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ნაბიჯებს ამ პოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონში. დასავლეთ ბალკანები ასევე პოლიტიკურად საკმაოდ რთული რეგიონია და სწორედ ამიტომ, ძალიან ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას სტაბილურობის უზრუნველყოფის გზაზე. მონტენეგრო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღრმავდეს.

განხორციელებული აქტივობები ემსახურება იმას, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს. ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა გავხდით, მაგრამ მონტენეგრო და საქართველო ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ.

რაც შეეხება სამშვიდობო ოპერაციებს, მონტენეგრო ძალიან აქტიურად უდგას მხარში საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში აღდგეს მშვიდობა და ჩვენს ქვეყნებს იდენტური ღირებულებები აქვთ. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაგვეღრმავებინა და ასევე გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა თქვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართ.

მონტენეგროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ძალისხმევა, რომელსაც გაიღებთ საქართველოში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება მიზნების მიღწევა. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ნაბიჯებს ამ პოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონში. დასავლეთ ბალკანები ასევე პოლიტიკურად საკმაოდ რთული რეგიონია და სწორედ ამიტომ ძალიან ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას სტაბილურობის უზრუნველყოფის გზაზე. მონტენეგრო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მონტენეგროს ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდებაორება აქვს, მაგრამ ჩვენ შევძელით მყარად დადგომა. საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს თქვენს ამბიციებსა და სწრაფვას. ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს, მათ შორის ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმიც და ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, ვეწვიო თქვენს ქვეყანას. დიდი იმედი მაქვს, რომ მიაღწევთ დასახულ სტრატეგიულ მიზნებს“, - განაცხადა მილო ჯუკანოვიჩმა და სალომე ზურაბიშვილი მონტენეგროში მიიწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ასევე გაიმართება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა.

 

ამასთანავე, მონტენეგროს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მილო ჯუკანოვიჩი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და საპატიო წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები