პოლიტიკა

„ადამიანის წამებაა, როდესაც შიმშილობს და პურს უდებ წინ“ - ნიკა გვარამია

08.10.21 11:30


„ძალიან გულისამაჩუყებელია მიმართვა, რომ „სიცოცხლეს გაუფრთხილდეს და შეწყვიტოს შიმშილობა“. ამ ადამიანზე მანიპულაციებს ჯობია „ოცნებას“ მოსთხოვოს საქართველოს ეკლესიამ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ეკლესიის განვითარებაში“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ ციხეში მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტისადმი საპატრიარქოსაგან გაგზავნილი სეფისკვერები არ არის დადებითი ფაქტი.

 

„მესამე პრეზიდენტს რასაც ვუგზავნით, არაფერი არ შედის მასთან, წიგნებიც კი არ შეაქვთ უკვე მესამე დღეა. მას სჭირდება გარკვეული მნიშვნელოვანი ნომენკლატურა, რომელიც არ არის ციხის მაღაზიაში. საამანათო გადაცემაში არაფერი არ შეაქვთ მასთან.

 

სამაგიეროდ, დღეს შეიტანეს ძალიან ბევრი საპატრიარქოსაგან მოტანილი სეფისკვერები. ადამიანის წამებაა როდესაც შიმშილობს და პურს უდებ წინ. ეს არის სრული კატასტროფა, რაც შეეხება საპატრიარქოს მოწოდებას, შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, იგი მოგეხსენებათ, რომ უარს ამბობს ამაზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

 

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

 

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შევიდა.

 

დეკანოზმა მედიას განუცხადა, რომ ციხეში შესასვლელად პატრიარქის კურთხევა აქვს.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები