პოლიტიკა

საია: ცესკომ კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

12.10.21 16:20


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. 

 

2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების დროს, კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო ქართული ოცნების სიმბოლიკა.

კუჭავამ მაშინ განაცხადა, რომ სანამ უბანზე მივიდოდა, დილით არ მიუქცევია ყურადღება, რომელიც პირბადე გაიკეთა.

 

ამ ფაქტზე საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.

 

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საიას საჩივარი. შედეგად, ხსენებული პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს", - ამბობენ ორგანიზაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები