პოლიტიკა

„არცერთ ოპოზიციონერ ლიდერს არ ეყო გამბედაობა ეთქვა, რომ საარჩევნო დღე კარგად იყო ორგანიზებული“ - ელისაშვილი

13.10.21 10:45


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, არცერთ ოპოზიციონერ ლიდერს არ ეყო იმის გამბედაობა, ხმამაღლა ეთქვა, რომ საარჩევნო დღე კარგად იყო ორგანიზებული.

 

ელისაშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ რეფორმირებულმა ცესკომ არჩევნების დღე ჩაატარა ძალიან კარგად.

 

„არცერთ ოპოზიციონერ ლიდერს არ ეყო გამბედაობა და ღირსება რომ ეთქვა - საარჩევნო დღე იყო კარგად ორგანიზებული, იყო გამართული, ტრადიციული საძაგელი დარღვევების გარეშე. რეფორმირებულმა ცესკომ არჩევნების დღე ჩაატარა ძალიან კარგად.

 

ყველა უბნის ვიდეოები არის ატვირთული და ხელმისაწვდომი, უბნების 20 პროცენტი გადათვლილია და ცდომილება არის მინიმალური, უმინიმალურესი.

Isfed-ის პივიტი და შედეგები თითქმის ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს. არავინ არ დარბის „გააყალბეს და გადადექის“ ყვირილით. პირიქით, ოპოზიცია არჩევნების საღამოდან ზეიმობს, თუ გაყალბდა რას ზეიმობს? ან საერთოდ რას ზეიმობენ, მაგრამ ეგ სხვა საკითხია.

 

ფაქტი ისაა, რომ საარჩევნო რეფორმამ, დიახ, „ჩაწიკწიკებულმა“ რეფორმამ იმუშავა. ამით ვიამაყებთ მე, ლევან იოსელიანი და პარტია „მოქალაქეები“ მუდამ! ვისაც ღირსება და გამბედაობა არ გყოფნით, კარგად ჩატარებული არჩევნები აღიაროთ ცივი წყალი დალიეთ, სინამდვილეში ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ ლომის წვლილი მიგვიძღვის ამ საქმეში და უბრალოდ შურით სკდებით.

 

P.S. წინასაარჩევნოდ მოსყიდვა, დაშინება, ცემა-ტყეპებები და ზეწოლები, რა თქმა უნდა, გულის ამრევია, მაგრამ ამას საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო რეფორმა ვერანაირად ვერ მოაგვარებდა, ეს სულ სხვა სისტემური რეფორმების შედეგად უნდა მოწესრიგდეს. ამას ვინც ვერ ხვდება, უბრალოდ იდიოტია, ან თავს ისულელებს.

მოკლედ, ერთი დიდი ნაბიჯი წინ გადადგმულია! დამნახავი დაინახავს! ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყნის წინსვლის გვჯერა და არა იმის, რომ ვიღაც მოვა და ერთ ორშაბათს ყველაფერს ააყვავებს. ვისაც ამის გჯერათ, თქვენს სიბნელეში გაგიმარჯოთ“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები