საზოგადოება

23-24 ოქტომბერს თბილისში საშემოდგომო ნობათით გარევაჭრობა გაიმართება

13.10.21 13:00


23-24 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი საშემოდგომო ნობათი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

 

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ამისთვის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სპეციალური ადგილები გამოიყოფა.

 

„აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება შემდეგ ლოკაციებზე: ჩუღურეთი - მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია;

 

სამგორი - ვიქტორ კუპრავას ქუჩის #10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია;

 

გლდანი - ნოზაძის ქუჩა;

 

დიდუბე - სტანისლავსკის ქუჩა, „დიდუბე პალაზას“ მიმდებარე ტერიტორია;

 

დიღმის მასივი - პაიჭაძის ქუჩა #1 -ში სკვერის მიმდებარე ტერიტორია;

 

საბურთალო - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;

 

ვაკე - გეგეშიძის ბაღი“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები