ეკონომიკა

საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.3 პროცენტით გაიზარდა

13.10.21 13:20


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.3 პროცენტით მეტია.

 

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 981.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ 24.0 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ. აშშ დოლარი, ანუ 21.6 პროცენტით მეტი.

 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 4 047.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტი შეადგინა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები