პოლიტიკა

"გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან" - ირაკლი ზარქუა 14 ოქტომბრის აქციაზე

13.10.21 14:40


,,რამდენადაც ვიცი, მარტო დარჩნენ უკვე და სწორია, რომ ოპოზიცია გაემიჯნა" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, აქციაზე, რომელიც ხვალ 14 ოქტომბერს პარლამენტის წინ გაიმართება ,,ნაციონალური მოძრაობა" მარტო იქნება წარმოდგენილი, რადგანაც მას სხვა ოპოზიციური პარტიები გაემიჯნენ, რასაც ზარქუა სწორ ნაბიჯს უწოდებს .

 

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კანონის ფარგლებში შეკრების და გამოხატვის უფლება ყველას გააჩნია, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციასაც. 

 

,,ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერ ჯგუფს, თუ კანონს და კრიტერიუმებს არ არღვევს, აქვს უფლება გამოხატოს თავის პროტესტი, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას. რამდენადაც ვიცი, მარტო დარჩნენ უკვე და სწორია, რომ ოპოზიცია გაემიჯნა, მიხვდნენ რომ არ შეიძლება აითქვიფო, ყველას ჰყავს თავის მხარდამჭერები. როცა შალვას ფანჩატურში დაჯდები "ნაცმოძრაობასთან" მიიღებ იმ შედეგს, რაც მიიღეს, ამიტომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ეს იქნება მაგალითი ყველა პარტიისთვის, რომ შენ შენი ნიშა არ უნდა დაკარგო", - განაცხადა ზარქუამ. 

 

უმრავლესობის წევრმა, ოპოზიციის ლიდერებს და აქციაზე მისასვლელ ადამიანებს ერთგვარი გაფრთხილებაც მისცა და განაცხადა, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. 

 

,,რაც შეეხება ხვალიდნელ აქციას, შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან, დაიშლებიან, კი ბატონო, ესეც მათი უფლებაა. ვინც გადავა ამ ზომას, დაარღვევს დადგენილ ნორმებს კრიტერიუმებს, შესაბამისი საჯარიმო სანქციები იქნება და მიხედავენ შესაბამისი სამსახურები. რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, შეგროვდებიან და დაიშლებიან", - განაცხადა ზარქუამ. 

 

შეგახსენებთ, ხვალ 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ,,ნაციონალური მოძრაობის" აქცია გაიმართება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად კეთდება. 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები