პოლიტიკა

„მერაბ კოსტავას ცხოვრება ყველა თაობისთვის დარჩება ზნეობრივ ორიენტირად, სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მისაბაძ მაგალითად“ - ირაკლი ღარიბაშვილი

13.10.21 16:40


„მერაბ კოსტავას ცხოვრება ყველა თაობისთვის დარჩება ზნეობრივ ორიენტირად, სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მისაბაძ მაგალითად“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მერაბ კოსტავას სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, საქართველოს თავისუფლების დიდი იდეა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.

 

„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 32 წელი შესრულდა.


მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, საქართველოს თავისუფლების დიდი იდეა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.

 

მერაბ კოსტავას ცხოვრება ყველა თაობისთვის დარჩება ზნეობრივ ორიენტირად, სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მისაბაძ მაგალითად”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები