პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პორტუგალიაში შეხვედრებს განაგრძობს

13.10.21 17:00

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის, ირაკლი ბერაიას და ლევან ქარუმიძის შემადგენლობით, ლისაბონში შეხვედრებს განაგრძობს.

პარლამენტის წევრები პორტუგალიის რესპუბლიკის ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, ედიტე ესტრელას; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პორტუგალიის დელეგაციის ხელმძღვანელს, ლუიშ გრასას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, ლარა მარტინიოს და პაულო პისკოს შეხვდნენ.

მხარეებმა ორი ქვეყანის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა როგორც ორმხრივ ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების ასევე, საპარლამენტო დონეზე მაღალი რანგის ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.

შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე და ამ კუთხით, ქვეყანაში გატარებული რეფორმები აღინიშნა. მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა გამოხატეს.

მხარეები შეთანხმდნენ, საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაზე, რომლის მიზანი იქნება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და მის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. შეხვედრებისას, პორტუგალიელი პარლამენტარების მხრიდან გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში საქართველოს წვლილი აღინიშნა.

პორტუგალიაში ორდღიანი ვიზიტით საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პორტუგალიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე იმყოფებიან.

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 406

დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები