პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდება

13.10.21 17:40


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდება.

 

შეხვედრაზე იმსჯელებენ იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაზე, რომ განხორციელდეს მონიტორინგი მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ. იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა 19:00 საათზეა ჩანიშნული.

 

ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს. სამინისტრო თანამშრომლობის თხოვნით მიმართავდა სახალხო დამცველსაც.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები