ეკონომიკა
14.10.21 17:40
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკოტურიზმის სტრატეგიას მოაწერეს ხელი.
როგორც აღინიშნა, ეკოტურიზმის სტრატეგიის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით კონკურენტუნარიანი ეკოტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შექმნა, დივერსიფიცირება, ხარისხის გაუმჯობესება და განვითარება.
ნათია თურნავას თქმით, სტრატეგიის მიხედვით 2030 წლისთვის საქართველო იქნება წამყვანი ეკოტურისტული ქვეყანა კავკასიის რეგიონში, რომელიც მისი მდიდარი ცოცხალი კულტურისა და ბუნების, აგრეთვე მაღალი ხარისხის მომსახურების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ოთხივე სეზონის ეკოტურისტულ შეთავაზებებს.
„ჩვენი სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის მთავრობისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ჩართულობით შევიმუშავეთ 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც შეეხება ეკოტურიზმის განვითარებას საქართველოში, მის ძირითად პრინციპებს.
ზოგადად ეკოტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ბუნებასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან იყოს ჰარმონიული განვითარება. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავამტკიცეთ ეკოტურიზმის ხელშემწყობი ცალკე კომპონენტი, რომელიც მოიცავს არა მარტო სესხის პროცენტის სუბსიდირებას და თანაგარანტირებას, არამედ გრანტების გამოყოფას და ეს იქნება ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია პოსტკოვიდ პერიოდში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
სტრატეგია 2020-2030 ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს (APA) და ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA), ასევე საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ჩართულობით მოამზადა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტით განისაზღვრა ეკოტურიზმის მნიშვნელობა, მწვანე ეკონომიკის განვითარება, ასევე გაიწერა 2021-2023 წლების მიზნები და ქმედებები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვა უწყებებთან ერთად განახორციელებს.
მაგალითად, სატყეოს ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების გეგმების (საიჯარო ობიექტების) მომზადება, ბილიკების მოწყობა, გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული პარკების ვიზიტორთათვის სასაზღვრო სანებართვო რეგულაციების მოწესრიგება, ნიშური პროდუქტების შექმნა, ადგილობრივი ტრადიციული წარმოების განვითარება, საგანმანათლებლო აქტივობები და სხვა.
როგორც აღინიშნა, ეკოტურიზმი საქართველოში უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ავთენტური გამოცდილების გაზიარებას, სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას; ამავე დროს, იგი უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24