პოლიტიკა
15.10.21 10:00
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო მხარს უჭერს ეფექტიანი ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას, განსაკუთრებით კანონმდებლობითი, ადმინისტრაციული, ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა მომავალ წელს საქპატენტსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის 30 წლისთავის აღსანიშნავად მომავალ წელს ორგანიზაციის ხელმძღვანელი დარენ ტანგი საქართველოში მიიწვია.
,,დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ რამდენად ღირსეული და მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ამ ორგანიზაციასთან, რომელიც იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას. ზოგჯერ ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც ძალიან ტექნიკურ და იურიდიულ ორგანიზაციას, რომელიც გვაძლევს მიმართულებას ახალი კანონმდებლობის თვალსაზრისით, მაგრამ ეს ორგანიზაცია ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ იურიდიული ასპექტი, რამეთუ, ჩვენთვის, პატარა ქვეყნისთვის, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ღვინის ექსპორტია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება საზღვარგარეთ, რომ ექსპორტი გაადვილდეს. ამისთვის ჩვენ ამ დარგში მეტი ექსპერტი გვჭირდება.
ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ უნივერსიტეტებს შორის განახლდეს პროგრამები და შეიქმნას ახალი მაგისტრატურის საერთო პროგრამა. ყველა ამ კუთხით ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ახალგაზრდებს, ქალებს და პატარა და საშუალო ბიზნესს, რომ ჩვენი პროდუქცია იყოს უფრო დაცული და ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ.
იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს ამ ორგანიზაციის სიმპოზიუმს და კიდევ უფრო კარგად გავიცნობთ ყველა იმ შესაძლებლობებს, რაც ამ კუთხით არსებობს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ორგანიზაცია მზადაა განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროებში და განავითაროს სხვადასხვა მიმართულებებით ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24