პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა - ნატო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია

20.10.21 10:45


ნატო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია, – აცხადებს სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის პირველი დღის შეჯამებისას.

 

„ახლახან დავასრულე ჩემი პირველი დღე საქართველოში, სადაც მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან ერთად მოვინახულე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი; მქონდა შესანიშნავი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანთან; პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, მმართველი გუნდის წევრებთან და ოპოზიციონერ პარლამენტარებთან ერთად“, – წერს კოლომინა „ტვიტერში“.

 

ხავიერ კოლომინა ასევე წერს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებაც.

 

„მქონდა პატივი, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მის ქვეყანაში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ვისაუბრეთ რეგიონის უსაფრთხოებაზე და ვეცადეთ, მოგვეხდინა ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებისთვის გზების იდენტიფიცირება. ნატო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – აღნიშნავს ხავიერ კოლომინა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები